|
|
|
|
ცნობილია, რომ ძველად ქართველები ხმლის ერთი მოქნევით შუაზე აპობდნენ მომხდურს და არც მტრის მიერ თავდასაცავად დახვედრებულ ხმლებს არ უშინდებოდა ქართული ხმალ–ხანჯალი. ქართული სატევარი მათაც შუაზე კვეთდა. ამის მიზეზი მხოლოდ ქართველთა ძლიერება არ ყოფილა. ძირითადი საიდუმლო სწორედ ხმალ–ხანჯლის გამოჭედვის ოსტატობაში იმალებოდა, რომელიც გამიზნულად და მიზანმიმართულად მიეცა დავიწყებას მავანთა ხელშეწყობით, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გადაშენებულა და სწორედ კახაბერ ზარნაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც დღემდე ჩვენი წინაპრების ოდესღაც მთელ მსოფლიოში განთქმული წესით ჭედავს საჭურველს. თუ გსურთ, რომ თქვენც ფლობედეთ ქართული სამჭედლო ხელოვნების შედევრს, ეწვიეთ ჩვენი ნამუშევრების ინტერნეტ გვერდს , და თუ გაინტერესებთ, როგორ მზადდება ნამდვილი ქართული საჭურველი, მაშინ ეწვიეთ ჩვენს სამჭედლოს
ლითონის დამუშავება საქართველოში არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სპილენძის ცივი ჭედვა ხდებოდა ძვ.წ მე–3 ათასწლეულის დასაწყისიდან, ხოლო მე–2 ათასწლეულის შუა ხანებში კი შეიძლება ითქვას, არსებობდა საკმაოდ განვითარებული მეტალურგია. ასევე არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით თვალსაჩინო ხდება, რომ ქართველურ ტომებს ამ საქმიანობის განვითარების საკუთარი ბაზა გააჩნდათ. წერილობითი წყაროების თანახმად, ელინისტურ ხანაში და მის წინა პერიოდშიაც ქართველთა ერთ–ერთი წინაპარნი – ხალიბები რკინის მადნის ექსპორტს ახდენდნენ, ეს მადანი კი იმდენად დაფასებული იყო, რომ საგანებო იარაღის დასამზადებლად იყენებდენენ. ასურული წარწერებით დასტურდება , რომ მუსკები ძვ.წ. XI
საუკუნეში ძირითადად მევენახეობითა და ლითონ დამუშავებით იყვნენ ცნობილი.
კიდევ უფრო დაწინაურებული ჩანს მეტალურგიაში თაბალთა ტომი. სწორედ მათი ვერცხლის
მაღაროები დაიპყრო ძვ.წ. 837 წელს სალმანსარ II-მ.
ბიბლიის თანახმად, ხსენებული ტომები საკმაოდ ვრცელ არეალზე ვაჭრობდნენ თავიანთი ლითონის ნაწარმით. ფსევდოარისტოტელე აღწერს რა ხალიბთა ტექნოლოგიურ პროცესს, დასძენს – "როგორც ამბობენ, მხოლოდ ეს რკინა არ იჟანგებაო". თუ ეს მართალია, თავისთავად საინტერესოა, და თუ არა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა მეტალურგიული ცოდნა იმდენად აღმატებული იყო სხვისაზე, რომ მაშინდელი თანამედროვენიც კი ლეგენდებს თხზავდნენ. ლითონთა სახელები ზოგიერთ ერს დღემდე ქართველურ ტომთა სახელწოდებიდან ნაწარმოები სახით
შემორჩა. ჩვენი მეცნიერები 50–იანი წლების დასაწყისში წარმოებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში ქართველთა წინაპრები ლითონის გაწნევისთვის ჩარხს იყენებდნენ. ანუ ფურცლოვანი ლითონის დამუშავებას მბრუნავშპინდელიან საგანგებო დანადგარზე აწარმოებდნენ. ცნობილი არქეოლოგის ბ. კუფტინის მიერ 1949 წელს წარმოებული გათხრების დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ორ მხარეს ნალესი (განსხვავებული გეომეტრიით) ბრინჯაოს საჭრისიც ("თეგი" აქედან სიტყვა "თეგვა" ანუ "ჩეკანკა" ), რომლის სიმაგრე 3–4 ჯერ აღემატება ოქროსა და ვერცხლის სიმაგრეს. ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელოსნო საქმის ამგვარი განვითარება მხოლოდ მასში დასაქმებული ხალხის სხვა საქმიანობისაგან გამონთავისუფლებით, ანუ შრომის პროფესიული დანაწილების შედეგადაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი სტრუქტურის შედარებოთ მაღალ განვითარებაზე მიანიშნებს. . |
Web site designed and powered by BEKARION TM
|