|
|
|
|
ბიოგრაფია
კახაბერ ზარნაძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1966
წელს. კახაბერ ზარნაძის ნამუშევრები დღეს მსოფლიოს ასზე მეტი ქვექყნის მოქალაქის, მათ შორის, ქვეყნების მმართველთა პირად კოლექციებში ინახება:
კახაბერ ზანაძე არის უკვე მეხუთე თაობის მჭედელი მეიარაღე, რომელმაც საჭურვლის ჭედვის ხელოვნება მიიღო ბაბუისგან, შალვა ზარნაძისგან, ხოლო ხატვის და ფერწერის ცოდნა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ნიკოლოზ თაბუკაშვილისგან. 1984 წლიდან მოყოლებული დღემდე ორგანიზებულ იყო კახაბერ ზარნაძის მიერ შექმნილი ნამუშევრების ათზე მეტი გამოფენა–გაყიდვა როგორც საგამოფენო დარბაზებში, ასევე თბილისის ისტორიულ მუზეუმში. 1993 წელს მან ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი" 1997 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი "ჯგირაგი", რომლის ბაზაზეც დღემდე აგრძელებს კვლევით მუშაობას. 2000 წელს კახაბერ ზარნაძე საქსონიის პრინცმა აღიარა ცივი იარაღის უბადლო ოსტატად და დააჯილდოვა ჰერცოგის დიპლომით კახაბერ ზარნაძის მიერ ოგანიზებულია ოცზე მეტი ექსპედიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მან აღმოაჩინა რამდენიმე ათეული ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი საბრძოლო–საწვრთნელი სისტემა და მასთან დაკავშირებული რიტუალები. 1995 წელს მის მიერ მოძიებული მასალები მოიწონა UNESCO-მ და აღიარა მსოფლიოში უნიკალურად. კახაბერ ზარნაძე ავტორია მრავალი სტატიისა და შემეცნებითი გადაცემისა და ამჟამად, როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრის, "ჯგირაგის", ხელმძღვანელი მუშაობს წიგნებზე:
მიზანიკახაბერ ზარნაძის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა,ძველი ქართული მჭედლობის აღორძინება, ქართული ორთაბრძოლის ხელოვნების აღდგენა, რათა არ მიეცეს მივიწყებას დღემდე სახელგანთქმული ქართული კუტურული მემკვიდრეობის დღემდე შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩრდილში მოქცეული სფეროები (შეიტანეთ თქვენი წვლილი)
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Web site designed and powered by BEKARION TM
|